დილის 10:10 საათის მონაცემებით, ცესკოს დათვლილი აქვს საარჩევნო უბნების 72,45% ანუ 3 847 უბნიდან 2 787. ამ მონაცემების მიხედვით, ვაკის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.
- ნოდარ ტურძელაძე — 41,46%;
- ელენე ხოშტარია — 36,37%.
ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დღეს, 1 ნოემბერს, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.