კობახიძე: 76 გარანტირებული მანდატი გვაქვს, “ოცნება” ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას

434

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. მან შედეგებთან დაკავშირებით პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც იგი ამბობს, 76 მანდატის ქონა უკვე ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას.

“ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ საბოლოო ჯამში “ქართული ოცნების” მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე”, — განაცხადა კობახიძემ.

წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უკვე ხმების 80,22%. ამ ეტაპისთვის ხმების 48,34%-ით “ქართული ოცნება” ლიდერობს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი 26,43 პროცენტი აიღო.

დანარჩენ პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 3,78%;
  • ლელო — 3,26%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,20%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,16%;
  • გირჩი — 3,06%;
  • მოქალაქე — 1,40%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%.