„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 8 ნოემბერს დაანონსებული აქცია საერთო ეროვნული პროტესტი იქნება. როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. „ეს იქნება ყველა იმ ადამიანის აქცია, რომელიც უკმაყოფილოა ამომრჩეველზე მასშტაბური ზემოქმედების, გაყალბების და ძალადობის გამო, რაც თან ახლდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. ეს არ იქნება ცალკე აღებული რომელიმე პარტიის აქცია. ეს იქნება საერთო ეროვნული აქცია და...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“ - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. თვითიზოლაციაშია მთავრობის მეთაური, გიორგი გახარიაც. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800, გარდაიცვალა 342...
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხი, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს პარტიებისვე შიგნით. ფორმულას ეთერში მანვე აღნიშნა, რომ საერთო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გირჩი ამის ერთგულიც იქნება. "ვერ დავასახელებ კონკრეტულ სუბიექტებს. არის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც თქვეს, რომ კონსულტაციები სჭირდებათ პარტიის შიგნით, არის პარტიები, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ სიას და გარანტიას ვერ იძლევიან, რომ...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცესკომ საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარება ვერ უზრუნველყო. "შეგვიძლია ბევრი ვუსაყვედუროთ მმართველ პარტიას, მაგრამ ცესკო არის ის ორგანო, რომელსაც ნამდვილად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ტექნიკურად არჩევნების გამართულად ჩატარება და ობიექტურად შედეგების შეჯამება. ამისთვის ისინი 4 წელიწადში ერთხელ მაინც ისე უნდა მოემზადონ,...
ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. "სამართალდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როცა ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს ბუნებრივია მასზე და მის თვისებებზე", - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, უნდა დააკავონ...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს, დევიდ მაკალისტერს, მარინა კალიურანდს, სვენ მიქსერსა და ვიოლა ფონ კრამონს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერი Twitter-ში წერს. „გმადლობთ დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“,...
არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ხატია დეკანოიძე მთელი ღამის განმავლობაში მხარდჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველოში ამ არჩევნების მოპარვით,უკან უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. "ამიტომ ადამიანების მიერ ნებისმიერი საშულებით პროტესტის გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე, ბოლო ადამიანი იქნება, ვიქნები აქ. 8 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი აქცია, რომელიც იქნება...
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. “გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ, მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან”, - წერს ის.
ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოიხსნებიან და ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება. 16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმას საქართველოში. როგორც ლიეტუვის საგარეო უწყება აღნიშნავს,არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს, რომლებიც სამინისტროს აზრით, სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმას საქართველოში და აღნიშნავს, რომ არჩევნებზე აქტიურობის მაღალი მაჩვენებელი (56%) მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაინტერესებულია...
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში განმარტავენ, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დათვლილია უბნების 100%, ანუ 3847-ვე საარჩევნო უბანი. ყველა უბნის დათვლის შემდეგ, პირველადი მონაცემებით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.15 %-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარი ამომრჩეველთა 27.14%-მა დაუჭირა. ამ ორი პარტიის გარდა, ბარიერი კიდევ 7-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მათი შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%; "პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% ; "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% ; “ლელო“ -...
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ცნობილია, მინისტრი მკურნალობას პროტოკოლის დაცვით სახლში აგრძელებს. რაც შეეხება კონტაქტებს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ.
გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ. ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას “ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის“ 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა. „ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30-ივე მაჟორიტარული ოლქის 100%-ის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგებით, თბილისში ვითარება უცვლელია - დედაქალაქის რვავე ოლქში მეორე ტურები გაიმართება. რაც შეეხება რეგიონებს, ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური 8 საარჩევნო ოლქში უნდა გაიმართოს. ანუ ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გველის. ცესკოს მონაცემებით, 14 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჩხერის მაჟორიტარ კანდიდატს აქვს –...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ცესკოს განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიზანმიმართულ კამპანიას წარმოადგენს. „სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ