“ქართული ოცნება“ – 48.15%, „ნაციონალური მოძრაობა” – 27.14% – ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემები

361

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დათვლილია უბნების 100%, ანუ 3847-ვე საარჩევნო უბანი.

ყველა უბნის დათვლის შემდეგ, პირველადი მონაცემებით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.15 %-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარი ამომრჩეველთა 27.14%-მა დაუჭირა.

ამ ორი პარტიის გარდა, ბარიერი კიდევ 7-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მათი შედეგი ასეთია:

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%;

“პატრიოტთა ალიანსი” – 3.14% ;

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% ;

“ლელო“ – 3.15%;

“გირჩი“ – 2.89%;

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33 %;

“ლეიბორისტული პარტია” – 1%

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს.