ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

362

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“ – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თვითიზოლაციაშია მთავრობის მეთაური, გიორგი გახარიაც.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800, გარდაიცვალა 342 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4,188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2,204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.