ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმას საქართველოში.
როგორც ლიეტუვის საგარეო უწყება აღნიშნავს,არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს, რომლებიც სამინისტროს აზრით, სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმას საქართველოში და აღნიშნავს, რომ არჩევნებზე აქტიურობის მაღალი მაჩვენებელი (56%) მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის მომავლით.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს, რომლებიც სამინისტროს აზრით, სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული.
სამინისტრო ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მოხდეს დამკვირვებელთა შენიშვნების გათვალისწინება და მიღებული იქნას ყველა სახის ზომა, რომ არჩევნების სამომავლო შედეგები საეჭვო არ გახდეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.