გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
“გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ, მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.
მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან”, – წერს ის.