გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს: გმადლობთ, არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო

322

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს, დევიდ მაკალისტერს, მარინა კალიურანდს, სვენ მიქსერსა და ვიოლა ფონ კრამონს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერი Twitter-ში წერს.

„გმადლობთ დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გახარია.

შეგახსენებთ, დევიდ მაკალისტერმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროპარლამენტარები “ევროკავშირის ძირითად პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზებას” ულოცავენ.