აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

335

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, მინისტრი მკურნალობას პროტოკოლის დაცვით სახლში აგრძელებს.

რაც შეეხება კონტაქტებს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ.