ცესკომ მაჟორიტარული ოლქების 100% დათვალა – სად იქნება მეორე ტური

1044

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30-ივე მაჟორიტარული ოლქის 100%-ის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგებით, თბილისში ვითარება უცვლელია – დედაქალაქის რვავე ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

რაც შეეხება რეგიონებს, ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური 8 საარჩევნო ოლქში უნდა გაიმართოს. ანუ ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გველის.

ცესკოს მონაცემებით, 14 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჩხერის მაჟორიტარ კანდიდატს აქვს – ხმების 68.86%.

მაჟორიტარული ოლქები, სადაც მეორე ტური გაიმართება:

  1. მთაწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) – 44.81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) – 29.45%;
  2. ვაკე – დათვლილია ხმათა 100% – ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) – 42.24%, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) – 35.55%;
  3. საბურთალო – დათვლილია ხმათა 100% – დავით სერგეენკო (ქართული ოცნება] – 43.23 %, ალეკო ელისაშვილი (მოქალაქეები) – 19.16%;
  4. ისანი – დათვლილია ხმათა 100% – კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) – 46.74%, ხატია დეკანოიძე (ენმ) – 27.23%;
  5. სამგორი – დათვლილია ხმათა 100% – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) 45.87%, ლევან ხაბეიშვილი (ენმ) – 39.18%;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 42.49%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21.09%;
  7. ნაძალადევი – დათვლილია ხმათა 100% – მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) – 43.76%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 25.01%;
  8. გლდანი – დათვლილია ხმათა 99% – ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) – 42.69%, ნიკა მელია (ენმ) – 43.88%;
  9. რუსთავი – დათვლილია ხმათა 100% – ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 47.37%, დავით კირკიტაძე – 32.6%;
  10. ხაშური-ქარელი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება) – 49.34%, ნატო ჩხეიძე (ენმ) – 29.63%;
  11. ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბული – დათვლილია ხმათა 100%, ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 49.49%, კახა გეწაძე (ენმ) – 26.98%;
  12. ქუთაისი – დათვლილია ხმათა 100% – ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება) – 42.16%, გრიგოლ ვაშაძე (ენმ) – 34.72%;
  13. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) – 47.26%, გიორგი ბოტკოველი (ენმ) – 40.43%;
  14. ზუგდიდი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 47.91%, მალხაზ ჯალაღონია (ენმ) – 36.95%;
  15. ბათუმი – დათვლილია ხმათა 100% – რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) – 40.97%, ლევან ვარშალომიძე (ენმ) – 37.3%;
  16. ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – დათვლილია ხმათა 100% – ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) – 46.26%, მიშა ბოლქვაძე (ენმ) – 32.5%;

ოლქები, სადაც ცესკოს ცნობით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა:

  1. სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-გურჯაანი – დათვლილია ხმათა 100% – დავით სონღულაშვილი  – 52.83%;
  2. ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა – დათვლილია ხმათა 100% – გოგი მეშველიანი – 55.41%;
  3. გორი-კასპი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ხოჯევანიშვილი – 55.42%;
  4. ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომი – დათვლილია ხმათა 100% – ანტონ ობოლაშვილი – 61.79%;
  5. ახალქალაქი-ნინოწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – სამველ მანუკიანი – 61.47%;
  6. ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი – დათვლილია ხმათა 100% – გოჩა ენუქიძე – 59.32%;
  7. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – დათვლილია ხმათა 100% – პაატა კვიჟინაძე – 68.86%;
  8. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – დათვლილია ხმათა 100% – გივი ჭიჭინაძე – 51.02%;
  9. ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – დათვლილია ხმათა 100% – ვასილ ჩიგოგიძე – 54.82%;
  10. წალენჯიხა-ჩხოროწყუს-მარტვილი-აბაშა – დათვლილია ხმათა 100% – ალექსანდრე მოწერელია – 52.81%;
  11. ფოთი-ხობი-სენაკი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ხახუბია – 53.52%;
  12. ქობულეთი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ მიქელაძე – 52.52%;
  13. მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი – დათვლილია ხმათა 100% – შალვა კერესელიძე – 50.1%;
  14. მარნეული – დათვლილია ხმათა 100% – ზაურ დარგალი – 51.16%;

საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების შედეგები 12 ნოემბრამდე უნდა შეაჯამონ, იქამდე, საარჩევნო ადმინისტრაცია შესულ საჩივრებს განიხილავს. მაქსიმუმ 19 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს,