არჩევნების შედეგს ოპოზიციას არ აღიარებს და აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია. რომელ საარჩევნო ოლქში გაბათილდა ბიულეტენები და სად დაკმაყოფილდა საჩივრები, მცირე ჩამონათვალი ასეთია, რომელდსაც რეგიონული მედია ავრცელებს:
ქვემო ქართლში, მარნეულის საოლქომ გაყალბებული ოქმი გააბათილა, რის შედეგადაც "ქართულმა ოცნებამ" 300 ხმა დაკარგა, ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ნოემბერს, N67 უბნის შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი.
N67 უბნის...
თელავში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში დღემდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.
„ქალაქ თელავში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის ტესტირება და შესაბამისი პროცედურები, რათა აღნიშნული...
გორში ორ ქუჩაზე საგზაო ნიშნების "დგომა აკრძალულია" და "გაჩერება და დგომა აკრძალულია" განთავსებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ინიციატივით გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ნინუამ წერილით მიმართა.
აღნიშნული საკითხი გორის მერიამ შეისწავლა და მიზანშეწონილად მიაჩნია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქალაქში დაიდგას შემდეგი საგზაო ნიშნები:
"სტალინის გამზირი #14-ის მიმდებარედ - 3.28 „დგომა აკრძალულია“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 8.5.4...
"საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი მარნეულის #13.22.65 უბნის ბათილობის შესახებ. ამ უბნის შედეგების გაბათილებას ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულების საფუძველზე ვითხოვდით, სადაც ფიქსირდება ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი. საოლქო კომისიამ დარღვევა დაადასტურა, თუმცა, შედეგების გაბათილებაზე უარი გვითხრა და იმით შემოიფარგლა, რომ საარჩევნო ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფიფნასებით ხორციელდება, რაზეც 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საქლორატოროების, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელი მოწყობა.
რეაბილიტაციის შემდეგ 300-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.
გორში 10 სხვადასხვა მარშრუტზე 22 ავტობუსი ივლის. მგზავრობის ღირებულება კი, 50 თეთრი იქნება. ამის შესახებ, გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
N1ა და N1ბ ავტობუსები 30 წუთიანი ინტერვალით ივლიან. თითოეულ მარშრუტზე 2-2 ავტობუსი ივლის.
4 ავტობუსი ივლის N2 მარშრუტზე 22.5 წუთიანი ინტერვალით.
90-წუთიანი ინტერვალით ივლის თითო ავტობუსი N2ა და N2ბ მარშრუტებზე, ხოლო 3 ავტობუსი 17-წუთიანი ინტერვალით N3...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგენენ. ამ თემაზე ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
„ვმუშაობთ პროგრამული ბიუჯეტის პროექტზე, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ამ ეტაპზე 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 140 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები მიზნობრივი ტრანსფერია. ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების...
ამბროლაურის 20-მდე სოფელი ასფალტირებული გზით სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტებიდან, მნიშვნელოვანი ადგილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭირავს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ მიმართულებით 2019-20 წლებში განხორციელდა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, წესი-ურავის საავტომობილო გზის ასფალტირება, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის გზისა და სოფელ კრიხისა და ჭყვიშის გზების რეაბილიტაცია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად...
კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ იმსჯელებს.
„რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა,...
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო ოქმებში არსებულ დისბალანსს ოპოზიციას აბრალებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ სადაც ტექნიკური ხარვეზია და ოქმებში ბალანსი დარღვეულია, ეს ოპოზიციის "წინასწარ დაგეგმილი სცენარია".
"მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ უნდა მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება, ბალანსი აღარ ჯდება.
მეორე მარტივი მანიპულაციაა ის, რომ როცა შენი აქტივისტი შედის კაბინაში,...
წინა სტატია
როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
მელია განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა.
„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გადათვლას არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება.
როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ოქმები უკვე ხელმოწერილია, არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მათი გადათვლა მოხდეს.
„მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, რომ გარკევეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის თითოეული წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული. ამის მიუხედავად,...
შემდეგი სტატია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია და პარლამენტში შესვლაზე ყველა საარჩევნო სუბიექტმა უარი თქვა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველდღიურად აქციები იმართება, 8 ნოემბერს კი, თბილისში საერთო ოპოზიციური აქციაა დაგეგმილი.
კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული პარტიის” და “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა “ლეიბორისტული პარტიის” შტაბიდან მეტროსადგურ “ღრმაღელემდე” მსვლელობა გამართეს, რითაც მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს და სხვადასხვა ხასიათის...
წინა სტატია
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში 230 337 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 992 ბენეფიციარს გაუწია.
„100 000 ლარი 118 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 63 ბენეფიციარი 6637 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, საშეშე მერქნის შესაძენად დახმარება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































