ბორჯომის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში 230 337 ლარის დაფინანსება გასცა

369

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში 230 337 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 992 ბენეფიციარს გაუწია.

„100 000 ლარი 118 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 63 ბენეფიციარი 6637 ლარით დაფინანსდა.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, საშეშე მერქნის შესაძენად დახმარება 617 ოჯახზე გაიცა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.