ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგენენ. ამ თემაზე ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
„ვმუშაობთ პროგრამული ბიუჯეტის პროექტზე, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ამ ეტაპზე 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 140 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები მიზნობრივი ტრანსფერია. ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი.
წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან რა თანხას მივიღებთ, ჯერჯერობით არ ვიცით.
ჩვენი პრიორიტეტია -ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური დაცვა.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ მერია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზზე მუშაობისას საკრებულოსგან სხვადასსხვა დროს გამოთქმულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.