გორში ორ ქუჩაზე საგზაო ნიშნების “დგომა აკრძალულია” და “გაჩერება და დგომა აკრძალულია” განთავსებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ინიციატივით გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ნინუამ წერილით მიმართა.
აღნიშნული საკითხი გორის მერიამ შეისწავლა და მიზანშეწონილად მიაჩნია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქალაქში დაიდგას შემდეგი საგზაო ნიშნები:
“სტალინის გამზირი #14-ის მიმდებარედ – 3.28 „დგომა აკრძალულია“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 8.5.4 მოქმედების დრო-„20:00-08:00“, ბ) ჭავჭავაძის გამზირი #53-ის მიმდებარედ – 3,27 „გაჩერება აკრძალულია“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 8.5.4 მოქმედების დრო-„20:00-08:00“, – წერია განკარგულებაში.
საკითხს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში, სხდომაზე უყრის კენჭს.