გორში 10 სხვადასხვა მარშრუტზე 22 ავტობუსი ივლის

826

გორში 10 სხვადასხვა მარშრუტზე 22 ავტობუსი ივლის. მგზავრობის ღირებულება კი, 50 თეთრი იქნება. ამის შესახებ, გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

N1ა და N1ბ ავტობუსები 30 წუთიანი ინტერვალით ივლიან. თითოეულ მარშრუტზე 2-2 ავტობუსი ივლის.

4 ავტობუსი ივლის N2 მარშრუტზე 22.5 წუთიანი ინტერვალით.

90-წუთიანი ინტერვალით ივლის თითო ავტობუსი N2ა და N2ბ მარშრუტებზე, ხოლო 3 ავტობუსი 17-წუთიანი ინტერვალით N3 მარშრუტზე.

ყველაზე ხშირად ივლის N4 ავტობუსი – 15 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული მარშრუტით 5 ავტობუსი იმოძრავებს.