„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.