წინა სტატია დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ასე გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომელიც არად დაგიდევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირი - მერი არჩევითია და მას პარტია არ ნიშნავს. გიორგი გურასპაშვილის საკითხი წინა კვირას პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაწყდა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მერსა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შორის კონფლიქტი ვერ მოგვარდა. კონფლიქტის მიზეზი ის არის, რომ ზაალ (ზაზა)...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა. „ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის,...
მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის პროცესის ქუჩის პროტესტიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე საუბრობს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც ვაშაძის მსგავსად ფიქრობენ. “რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს...
არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, მკაცრი კარანტინის არგამოცხადების პირობებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეგულაცია, რაც კორონავირუსის პრევენციისთვის არსებობს. „ "ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერების პირობებში ორი გზა არსებობს: ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გურასპიშვილის განცხადება ვრცელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ის რჩება „ქართული ოცნების“ წევრად. „მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ. სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს...
დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს. „ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი პირველ რიგში იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ესაა თითოეული პოლიტიკური...
კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. „თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის...
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნოდარ რუხაძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. სასამართლოს ეზოში გვიანობამდე იმყოფებოდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა. ადვოკატ ივანე ჩიტაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რასაც გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რომლებიც ცრუობდნენ. "ეს მოწმეები ტყუოდნენ, სრულად დისკრედიტირებულები იყვნენ.შესაბამისად, მოსამართლეს...
წინა სტატია "ევროპული საქართველოს" ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისთვის "სიურპრიზია" გრიგოლ ვაშაძის განცხადება, თითქოს ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა. მისივე თქმით, ისინი ელოდებიან, როდის გაიმართება მოლაპარაკებები. "არანაირი მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენი მოთხოვნები მათთვის ცნობილია, რეგულარულად ვამყოფებთ მათ საქმის კურსში. ველოდებით, რომ მოლაპარაკებები გაიმართება. არ მესმის როგორ შეიძლება, ჩაშლილიყო მოლაპარაკებები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა", - ამბობს სერგი...
შემდეგი სტატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისცა მას შემდეგ, რაც მის წერილობით მოწოდებას პროცესების "ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანის" თაობაზე მძაფრი რეაქციები მოჰყვა მათ შორის მისსავე პარტიაში და მას მეორე განცხადების გავრცელებაც მოუწია. რუსთავი 2-თან საუბრისას ვაშაძემ ისევ თქვა, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებების დაწყება უნდა სინჯონ. გრიგოლ ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად,...
ზუგდიდის მუნიპალიტეტს მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. "ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. მუშაობას ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ",- წერს გიორგი შენგელია. შენგელია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გადის. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი. ჯამში, COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა...
პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას აგრძელებს, თუმცა ამატებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ იქნება ამოუწურავი. 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სერვისები მათ უნდა მოხმარდეთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. "ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების. ამ სტრატეგიას მივყვებით და ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა,...
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. „გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია. სიტუაციას...
მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ შეწყვიტონ ყოველდღიურ რეჟიმში კანონსამოფარებით ოქმების გაყალბება, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელი იქნება სიმართლის დადგენა, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები არ გაიხსნება. „მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ უკვე ორმა საოლქო საარჩევნო კომისიამ კვლავ სრულიად უკანონოდ...
წინა სტატია ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით დღეს, შედგა შემაჯამებელი ოქმი პროპროციულ და მაჟორიტარულ ნაწილში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. რაც შეეხება საჩივრებს, მისივე თქმით, საჩივრები "თითზე ჩამოსათვლელი იყო". "64 საჩივარი იყო რეგისტრირებული კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეებში, აქედან 48 განუხილველი დარჩა, სულ 2 ხდომა ჩატარდა, 11 განვიხილეთ, აქედან 1 დაკმაყოფილდა სრულად, 2 ნაწილობრივ, 8 არ დაკმაყოფილდა. გაასაჩივრეს "სამართლიანმა არჩევნებმა" , ბესელიას...
წინა სტატია გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, დასრულდა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვება გიორგი ხოჯევანიშვილმა მოიპოვა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს კომისიაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. „კომისიის დღევანდელ სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ