გახარია: ყველა ძალას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქის მანდატია, ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას – დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს

407

დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს.

„ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი პირველ რიგში იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქეების ეს მესიჯი, სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“, – აღნიშნა პრემიერმა.