ოპოზიციური პარტიები, "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებასთან დებატი ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა მოეწყოს. პარტიების განცხადებით, დებატები შესაძლებელია მოეწყოს შემდეგ კვირას, ისეთი ფორმატით, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ. " ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის...
ბათუმში უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა „იმოქმედეს" და „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა, უსკო-ს შენობასთან ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას და უსკო-ს ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები ბუშტებზე დაამაგრეს და ცაში გაუშვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანი და მომავალი წაართვეს. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მათივე თქმით, მოთხოვნების არდაკმაყოფილდების შემთხვევაში, ისინი პროტესტის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე განახლდება საავტომობილო გზის მონაკვეთი, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხები. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის რეაბილიტაციას „ნიუ გრუპი“...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასშტაბურ სამუშაოებზე გამოცხადა ტენდერი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაკურციხისა და კარდენახის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია. წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 43 თვეში უნდა დაასრულოს. „სოფელ ბაკურციხეში არ არის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა. სოფლის ტერიტორიაზე განთავსებული სამი ჭაბურღილი ამ ეტაპზე უფუნქციოა, რეაბილიტაციას საჭიროებს...
2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სპორტული მოედანი მოეწყო. ტრენაჟორების მოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 831, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9269 ლარი გამოიყო. სამუშაოები "გეო-გრინმა“ განახორციელა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, სხვადასხა ფორმით გაგრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პარალელურად იმართება, საერთაშორისო საზოგადოებას თავიანთი პროტესტის შესახებ აცნობებენ. „უდიდესი უმრავლესობა ერთ ჭკუაზე ვართ და ვამბობთ, რომ არჩევნები არ ჩატარდა, ან გაყალბდა და იქით მხარეს არის ბატონი ოლიგარქი. ეს დაპირისპირება დიდხანს ვერ...
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. მათი ინფორმაციით, პომპეომ აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალურია, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ბჟანიას თქმით, ყარაბაღის მოვლენებმა "მრავალი რამ შეცვალა". "ამ კონტექსტში არის რკინიგზის პროექტი შესაძლებელი? მოვლენათა შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია. ახლო მომავალში ვითარება უფრო და უფრო ცხადი გახდება. შესაბამისად, მგონია, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში მივუბრუნდებით. ვნახოთ როგორ განვითარდება...
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე. "სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს...
„ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არის ერთი მთავარი საკითხი -რიგგარეშე არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. დავით ბაქრაძის თქმით, გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველო პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. „ჯერჯერობით დიალოგში სიახლე არ არის. აშშ-ის სახელწიფო მდივნის ვიზიტის დღეებში სიახლე ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ ახლა საელჩოც და ელჩიც ყველა გადართულია ვიზიტზე. რაც შეეხება საკითხებს, მოლაპარაკებათა მაგიდაზე...
ბორჯომის მერიამ, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ფიტნეს ზონა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „გარეგამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განთავსდა. კერძოდ: სოფელი მზეთამზე; სოფელი დაბა; სოფელი სადგერი; სოფელი ვარდგინეთი; სოფელი ზანავი; სოფელი ჩითახევი; სოფელი ქვაბისხევი; სოფელი ტაძრისი; სოფელი ციხისჯვარი; პანსიონატი პლატო; სოფელი ლიბანი; ქალაქი ბორჯომი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია; ქ.ბორჯომი თორის ქ...
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე, შუქურის მიმდებარედ ფამფტრეკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალგაზრდული იდეა ფოთს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. „ახალგაზრდული იდეა ფოთს“ ქალაქის მმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, უმნიშვნელოვანესი პროექტია ფამფტრეკის მოწყობის იდეა მალე რეალობად იქცევა და ფოთში ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრისთვის, კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფამფტრეკის...
ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რა პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პრობლემები ელის, თუ საქართველოში გვექნება პარლამენტი, რომელშიც არავინ არ იქნება ერთი პარტიის გარდა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა შეთანხმება, ხელისუფლებაც დაზარალდება და ოპოზიციაც. „რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საქართველო ჩვენი პარტნიორების თვალში, თუ ვერ...
საქართველოში ოპოზიციის მხრიდან განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პოლიტიკური ჩიხი უნდა იყოს დაძლეული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. „კოვიდ-19-ის...
აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. "აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ასევე, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები განაგრძობს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ