ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე, შუქურის მიმდებარედ ფამფტრეკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალგაზრდული იდეა ფოთს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
„ახალგაზრდული იდეა ფოთს“ ქალაქის მმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, უმნიშვნელოვანესი პროექტია ფამფტრეკის მოწყობის იდეა მალე რეალობად იქცევა და ფოთში ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრისთვის, კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფამფტრეკის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ფინანსდება და მისი ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.