ოპოზიცია არჩევნების მეორე დღეს საპროტესტო აქციებს აუქმებს. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა "ლელოს" ოფისში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამით ისინი არჩევნებს სრულ იგნორს უკეთებენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავდნენ. აქციის ფორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერები ლელოს ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი აქციის შემთხვევაში მეორე ტურებს პოლიტიკური...
დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. თბილისის მერიის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ...
გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სუს-ი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი კირთაძის განმარტებით, დაპირისპირებისგან თავის არიდების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბნებთან ტრანსპარანტებით ხელში დგომას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აღარ აპირებენ. ზუსტად ვიცით, რომ სუს-ის მიერ დაორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში...
წინა სტატია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. „უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან ველოდებით ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ოპოზიცია ვერ დანიშნავს ახალ ან ვადამდელ არჩევნებს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია საჭირო, ეს რიგგარეშე იქნება, ვადამდელი თუ ხელახალი, ამ საკითხზე კი ბატონო, ვიმსჯელოთ“,-განაცხადა უდუმაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველა წინადადება უნდა ეხებოდეს...
ლელო საქართველოსთვის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ხვალ დაგეგმილი აქციის დეტალები დაზუსტდება. „საერთო ოპოზიციური პროტესტის ერთიანობა არის ის მთავარი პრინციპი, რასაც ჩვენ მივყვებით. საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვმსჯელობთ ე.წ ჯაჭვის გაკეთებაზე სოციალური დისტანციით, დანარჩენი დეტალები ამ შეხვედრაზე შეთანხმდება. მთავარია, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებს ვგეგმავთ ერთიან ფორმატში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოპოზიცია მთელ...
ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დიპლომატები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ შორის კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. „ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანმხდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან...
„ხმების ქურდები“, „არჩევნების გამყალბებელი“,- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური­ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ „არ დათმონ“. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა „ცოცხალი ჯაჭვით“ შეკრეს, ამ წუთებში კი იგივეს გაკეთებას აჭარის მთავრობის სახლთან გეგმავენ. „ყველა ახალგაზრდა გამოვალთ და გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უმაღლეს საბჭოსთან მოვედით, რომ არ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე საგრანტო კონკურსს აცხადებს. FAO-ს ცნობით, საგრანტო კონკურსი „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების" პროექტის ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებში მცხოვრები ქალებისთვის,...
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 360 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მესამე ან მეოთხე კატეგორიის ნგრევად შენობებში ცხოვრობენ. „კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, 360 ოჯახის სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც...
,,რა ცხვრები და დღეობების დროა" - გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილ გორელებს მიმართავს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ,,23 ნოემბერი გიორგობაა! გორიჯვარში მთელი გორი დაიძვრება...ამას დამატებული გორის სოფლებში დღეობები! მაინტერესებს რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება? პოლიცია ? გუბერნატორის ადმინისტრაცია?" - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რელიგიურ დღესასწაულს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს: "ნაცნობობაც აღარ ჭრის ხალხო, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის!...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მალე განახლებულ შენობაში ისწავლიან. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენობის სრული რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. მიმდინარე სამშენებლო...
video
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თრიალეთი ავრცელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების შიდა ახალი ქსელის მოწყობა, რომელიც აქამდე სოფელს არ ჰქონდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს, ასევე, მოეწყობა სადაწნეო კოშკი, რეზერვუარი და საქლორატორო. ჯამში, პროექტით 1 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოებზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, ე.წ. შუა უბნის დასახლებაში, მოსახლეობას  წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი კვირაა 50–მდე ოჯახი სასმელ წყალს ყიდულობს, ნაწილი კი რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებიდან ეზიდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „წყალს ვყიდულობთ, ვისაც საშუალება არ აქვს ე.წ. ქვედა და ზედა უბნებიდან ზიდავენ“, – ამბობს კლდეში მცხოვრები ნესტან ბლუაშვილი. „გელა ნოზაძეს (საკრებულოს თავმჯდომარე) მივმართავდით ხოლმე და აკეთებდა, ეხლა მას...
სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო. ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინტერიერი, ფოიე, საერთო ოთახი, საჭიდაო დარბაზი, სავარჯიშო ოთახი, დამხმარე სათავსო, 2 აივანი, სამზარეულო, 5 საძინებელი და ვერანდა. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემა, შეიცვალა კარ-ფანჯარა, შეკეთდა სახურავი და ფასადი. „ფასანაურის ძიუდოს დარბაზში ამ ეტაპზე 35 მოსწავლე ვარჯიშობს. სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს...
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადების წარდგენა 2 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იუწყება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 9,7 მილიონ ლარზე მეტია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 თვე არის...
თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას 24 ნოემბრიდან განაახლებს. დაწესებულებამ მუშაობა პანდემიის გამო, 10 ნოემბერს დროებით შეაჩერა. "ისტორიული მუზეუმი მუშაობას განაახლებს რამდენიმე დღეში. მანამდე კი კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდით და საზოგადოებას სოციალური ქსელების საშუალებით ვაწვდიდით სხვადასხვა ინფორმაციას”,-განაცხადეს მუზეუმში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ