კელი დეგნანი: პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ

311

ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დიპლომატები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ შორის კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას.

„ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანმხდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, კარლ ჰარცელსა და ოპოზიციას შორის ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. შეხვედრას ცოტა ხნის წინ შეუერთდა ელჩი კელი დეგნანიც.