აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

306

ხმების ქურდები“, „არჩევნების გამყალბებელი“,- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური­ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ „არ დათმონ“.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა „ცოცხალი ჯაჭვით“ შეკრეს, ამ წუთებში კი იგივეს გაკეთებას აჭარის მთავრობის სახლთან გეგმავენ.

„ყველა ახალგაზრდა გამოვალთ და გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უმაღლეს საბჭოსთან მოვედით, რომ არ დავუშვათ აქ გაყალბებული გზითა და მოპოვებული ხმებით, დაიკავონ თანამდებობები. ხმების ქურდები არიან და 31 ოქტომბერს ტოტალურად გააყალბეს საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებენ შეკრებილები.