“რა ცხვრები და დღეობების დროა” – საკრებულოს წევრი გორელებს მიმართავს

479

,,რა ცხვრები და დღეობების დროა” – გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილ გორელებს მიმართავს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,23 ნოემბერი გიორგობაა! გორიჯვარში მთელი გორი დაიძვრება…ამას დამატებული გორის სოფლებში დღეობები! მაინტერესებს რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება? პოლიცია ? გუბერნატორის ადმინისტრაცია?” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რელიგიურ დღესასწაულს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს:

“ნაცნობობაც აღარ ჭრის ხალხო, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის! რა ცხვრები და დღეობების დროა, როგორ წირავთ ახლობლებს? უკვე რამდენი ნაცნობი გარდაიცვალა გორში! დავიჯერო არ გაგიგიათ? საზოგადოებრივი ჯანდაცვა! – ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა უკვე ამოწურულია, სასწრაფოს ვერ გამოიძახებ…..ხალხი დღეები დგას რიგში კორონაზე ტესტირებისას! სიცხეს ვინ გაუზომავს ამ ზღვა ხალხს?” – აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

ამბარდნიშვილი ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს:

“ქორწილების აკრძალვა წინა დღეს რომ გამოაცხადეთ… დროით იმოქმედეთ! ხალხი რომ დათვრება 10 საათზე ვინ შევა სახლში…ჯარიმების გამო ახალი ტრაგედიები არ არის საჭირო” – განმარტს ამბარდნიშვილი.

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე გორში გორიჯვრობას აღნიშნავენ. გაზაფხულზე, კორონავირუსის გამო, 6 მაისს გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი გზა პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა.