„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

386

ლელო საქართველოსთვის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ხვალ დაგეგმილი აქციის დეტალები დაზუსტდება.

„საერთო ოპოზიციური პროტესტის ერთიანობა არის ის მთავარი პრინციპი, რასაც ჩვენ მივყვებით. საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვმსჯელობთ ე.წ ჯაჭვის გაკეთებაზე სოციალური დისტანციით, დანარჩენი დეტალები ამ შეხვედრაზე შეთანხმდება. მთავარია, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებს ვგეგმავთ ერთიან ფორმატში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოპოზიცია მთელ ამ ქმედებებში არის ერთიანი ამ გაყალბების და ტყუილის წინააღმდეგ”,- განაცხადა ბუაძემ.