დუშეთში სოფელ პირმისაანთკარის სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

487

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მალე განახლებულ შენობაში ისწავლიან. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენობის სრული რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს.

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო ნარიმანიძემ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან და დუშეთის საგანმამათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლიდან პირმისაანთკარში  მცხოვრები ბავშვები ახალ თანამედროვე სახის შენობაში და საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას, განათლების მიღება თანამედროვე გარემოში ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“,-განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

სოფელ პირმისანთკარის საჯარო სკოლას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია,ათეული წლების განმავლობაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამორტიზებულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა.