დაბა ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამართული კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საბჭომ ბიულეტენების დათვლის შემდგომ, გამარჯვებული იდეები უკვე გამოავლინა.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებული იდეაა: სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა. იდეის ავტორები არიან: მარიეტა ჯაყელი და მარი გორაძე.
პროექტი ითვალისწინებს დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე (სასპორტო სკოლის მიმდებარედ), სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობას, რომელსაც ასევე გასართობი ცენტრის დატვირთვაც ექნება. შენობაში განთავსდება შემდეგი სივრცეები: კინოკლუბი; ხანდაზმულთა კლუბი; მულტიფუნქციური...
ახლა არ არის პომპეზური ტაშ-ფანდურების დრო, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯები მოქალაქეების დახმარების მიმართულებით უნდა გადანაწილდეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც 7000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა სასურსათო კალათები, ასევე მოხდება მათი უზრუნველყოფა მედიკამენებით. ფინანსთა მინისტრს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე იქნას დაორგანიზებული შესაბამისი ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში. მედიკამენტებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს სხდომის დაწყებამდე ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, მედპერსონალის წახალისებაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ დავალება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს მისცა.
''ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო წლის ბოლოსთვის იქნას უზრუნველყოფილი ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით...
საახალწლო აქსესურებსა და ქალაქის მორთულობაზე ლანჩხუთში ამ ეტაპზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი არ დასრულებულა.
ვინ მოემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ვინ მოიგებს ტენდერს ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული).
“სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და...
სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ფონდმა „ტასომ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ექვსი პროექტი დააფინანსა. ეს პროექტები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ნორვეგიის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამის შესახებ სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
სოფელ თეთრაწყაროში ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „იასამანის“ წევრები თეონა ვეფხვაძე, მაგული ბერაძე და მურმან ნამგალაძე საპონს, თაფლსა და სოკოს აწარმოებენ.
უახლოეს დღეებში ნარგიზი გორგაძე თეთრაწყაროში 2 ათას კვმ მიწის ფართობზე 40 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების გაშენებას გეგმავს.
ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „იასამანის“ წევრმა თინა დავაძემ ხარაგაულში ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მცირე...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის ახალარჩეულმა მერმა კობა ლურსმანაშვილმა პირველი მოადგილე დანიშნა. ეს პოსტი ბაზალეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
როგორც თავად ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, მას სავარაუდოდ, საფინანსო-საბიუჯეტო, შესყიდვების, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხების კურატორობა დაევალება.
ვარლამ ჭიპაშვილი პროფესიით იურისტია. ის 2014 და 2017 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბაზალეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში...
ადიგენის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, ლალი ბალახაშვილის განცხადებით, მათი ჰოსპიტალი კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ინფიცირებულებისთვის 30 საწოლია მობილიზებული, ასევე აქვთ ორი მართვითი სუნთქვის აპარატი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამ ეტაპზე კლინიკაში15 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პაციენტების მიღებამდე თანამშრომლები წინასწარ გადაამზადეს.
„28 ნოემბრიდან გადაკეთდა კლინიკა სრულად კოვიდკლინიკად, რომელიც გათვლილია 30 საწოლზე, ასევე გვაქვს ორი მართვითი სუნთქვის აპარატი. ამჟამად ჩვენთან 15 პაციენტი მკურნალობს. საწოლფონდის დამატება არ იგეგმება...
ქვემო ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წალკასა და თეთრიწყაროს 5 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 94 671 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2278 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
“განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაბა მანგლისში შენდება მკვებავი...
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საპარკინგე ადგილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკინგის გარდა ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და გაკეთდა გაზონი. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 704 578 ლარი გამოყო.
პროექტის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მესხიშვილის ქუჩის გარდა ამირან ფანცულაიას ქუჩის ტროტუარებისა და გაზონების, ასევე კონსტიტუციის ქუჩაზე კოსტავას #14-დან ასლანიკაშვილის კვეთამდე ტროტუარების მოწყობის სამუშაოების შესრულება ევალებოდა.
პანდემიიდან გამომდინარე 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების ნაწილი გაუხარჯავი რჩება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თვითმმართელობამ უკვე განიხილა ის საკითხები, რა მიმართულებითაცაა შესაძლებელი ამ თანხების გახარჯვა.
დავით რაზმაძემ რადიო "მოზაიკასთან" 2021 წლის ფინანსეური დოკუმენტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარით მეტი იქნება და ის ყველა გათვალისწინებულ კომპონენტს მოიცავს.
"მიმდინარე წლის ბიუჯეტში მორჩენილი თანხები უკვე მობილიზებულია, ამასთან...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
გამოძიება დაკავებულებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობას. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის...
"ადგილობრივები სახლებს ტოვებენ და მიდიან, ახლა გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყეს", - წერს ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.
"გასულ კვირას ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ვწერდი, მედიასთან ვისაუბრე - როგორ ტოვებენ ადგილობრივები სახლებს და მიდიან - უკან არ დაბრუნების ხელმოწერით. არ მითქვამს, გარდაცვლილების გადასვენებაც რომ დაიწყეს- ესეც გასულ კვირას მოხდა. მოგვიანებით დიმიტრი მედოევმაც დაადასტურა, რომ 50 -...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 სოფელში გარეგანათებების მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივი ხელისუფლება განათებების მოწყობას ვარიანში, ახალდაბაში, მეღვრეკისში, ტყვიავსა და ხელთუბანში გეგმავს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოებისთვის 199 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის დიოდური განათებების მონტაჟი აღნიშნულ სოფლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას, 2021 წლის ბიუჯეტში მოსაცდელების მოწესრიგებაზე თანხა გათვალისწინებული არ აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელების ნაწილი იჯარით არის გაცემული, დანარჩენის მოვლა-პატრონობა კეთილმოწყობის სამსახურს ევალება.
“მომავალი წლის ბიუჯეტში მოსაცდელები არ არის გათვალისწინებული. ამჟამად დაახლოებით 38 მოსაცდელი იჯარით გვაქვს გაცემული, დანარჩენის მოვლა-პატრონობას კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავენ მერიაში.
მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე 30 ახალი ავტობუსი ეყოლება, ქალაქში კი...
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის მიუხედავად, ირაკლი შიოშვილი არ გამორიცხავს, რომ რეგიონში ახალი კოვიდ-კლინიკები დაემატოს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კახეთში 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს. როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 206 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს და აქედან 126...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































