შსს: აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დავაკავეთ

373

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

გამოძიება დაკავებულებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობას. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან გადაინაცვლეს.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი აქცია პერფორმანსი გახდა, რომელიც ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აჭარაში უკვე ერთი თქვა აქციები მიმდინარეობს.