ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული).
“სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების (საახალწლო გარე განათებების შესყიდვა.
შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAთ200017478) სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულებით, 25 045 ლარით, სატენდერო წინადადება წარმოდგენილია შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ.
შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“, _ წერია ოქმში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 25 045 ლარად იყიდის მანათობელ სტრინგს, მანათობელ მილს, ნაძვის ხის სტრინგს, ადაპტორს (მილის დამაერთებელი „შტეკერი“), საიზოლაციო ლენტს, სამაგრ „ჟგუტს“ _ „ტაისებს”, სახვევ მავთულს, პროჟექტორს, გარე განათების სტრინგს ნათურებით, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს და ელექტრო კაბელს.