გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 სოფელში გარეგანათებების მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივი ხელისუფლება განათებების მოწყობას ვარიანში, ახალდაბაში, მეღვრეკისში, ტყვიავსა და ხელთუბანში გეგმავს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოებისთვის 199 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის დიოდური განათებების მონტაჟი აღნიშნულ სოფლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.