კახეთში, შესაძლოა, ახალი კოვიდკლინიკები დაემატოს

381

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის მიუხედავად, ირაკლი შიოშვილი არ გამორიცხავს, რომ რეგიონში ახალი კოვიდ-კლინიკები დაემატოს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, კახეთში 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს. როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 206 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს და აქედან 126 გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. საბავშვო ბაღები კი დაკეტილია და აღსაზრდელებს სურსათი სახლში მიეწოდებათ.