გორის მუნიციპალიტეტის მერიას, 2021 წლის ბიუჯეტში მოსაცდელების მოწესრიგებაზე თანხა გათვალისწინებული არ აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელების ნაწილი იჯარით არის გაცემული, დანარჩენის მოვლა-პატრონობა კეთილმოწყობის სამსახურს ევალება.
“მომავალი წლის ბიუჯეტში მოსაცდელები არ არის გათვალისწინებული. ამჟამად დაახლოებით 38 მოსაცდელი იჯარით გვაქვს გაცემული, დანარჩენის მოვლა-პატრონობას კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს“, – განმარტავენ მერიაში.
მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე 30 ახალი ავტობუსი ეყოლება, ქალაქში კი ზოგიერთ ადგილას მოსაცდლები დაზიანებულია და განახლებას საჭიროებს, როგორც ქალაქის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში ამბობს, მოსაცდელებს სპეციალური კომპანია ემსახურება და სადაც საჭირო იქნება, შეაკეთებს.