ცესკო-ში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც კირთაძემ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ის არ აპირებს სხდომას დაესწროს. „თქვენს მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ სიყალბით...
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან, ცესკო-ს შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მანეკენი. აქციის მონაწილეებმა ასევე გააბეს ყვითელი ლენტი, რომელზეც ცესკო-ს წევრების ფოტოები ჩამოკიდეს. აქტივისტებმა ტერიტორიაზე კვერცხებიც მიიტანეს, რომელზეც "ქართული ოცნების" წევრების სახელებს აწერენ. „ჩვენ დღეს მოვედით გაყალბების ბიუროსთან,რომელმაც დღეს უნდა მიიღოს შემაჯამებელი ოქმები,მაგრამ ეს იქნება შემაჯამებელი გაყალბებული ოქმები, 31 ოქტომბერს თამარ ჟვანიამ ქართველ ხალხს...
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადები შეიმუშავეს, რომლებსაც მოდერატორებს წარუდგენენ. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ წინადადებებს მხოლოდ მოდერატორებთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენენ საზოგადოებას. ამასთანავე, ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გაიმართა. „შედეგი არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადები არის ერთიანი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ძალიან მკაფიოდ...
ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N29-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, კალათბურთის მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ბორჯომის მერის ინფორმაციით, მოედანზე ფერადი ცემენტო-ბეტონის ფილის საფარი მოეწყობა, ასევე განთავსდება 3 ერთეული კალათბურთის ფარი. მოედანი 4 მეტრი სიმაღლის მავთულბადით შემოიღობება. „მიმდინარე სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაიოზ დვალიშვილი ადგილზე გაეცნენ. კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება”,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აქცია-პერფორმანსები დისკომფორტს არ უქმნის. მისივე თქმით, მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები საცირკო წარმოდგენებს აწყობენ. „დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის, თქვენ ხედავთ ყოველდღიურად რეჟიმში ჩვენი სამუშაო განრიგი არანაირად არ შეცვლილა. ძალიან მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება და მთავრობა დამტკიცდება, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება...
აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა "ქართული ოცნების" პარტიული სიის სამმა წევრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, თორნიკე რიჟვაძემ და თინათინ ზოიძემ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ. "მინდა გაცნობოთ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, ორი დღის წინ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მივმართეთ და შესაბამისად მოხდა "ქართული ოცნების" სიაში ცვლილებები. სამმა ადამიანმა მანდატების შეწყვეტა მოვახდინეთ. ჩვენ საქმიანობას აჭარის მთავრობაში...
კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, არა იმის ხარჯზე რომ იდევნებოდეს პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები და არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ამ ყველაფერს თუ შევხედავთ როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს მხოლოდ დღეს და ხვალ კი არ...
პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვისთვის. „ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის”,- განაცხადა ელისაშვილმა. ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს. „ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი საბუჯეტო ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. „სათნოების სახლს“ შრომის ანაზღაურების ხარჯებისთვის 5 ათასი ლარი დაემატა. ორგანიზაციის დირექტორის, გიორგი ჩიჩილიძის განმარტებით, პანდემიის დროს საკვების შესაძენად, პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო, თანხა აღარ ეყოთ და ხელფასების მუხლიდან გადაიტანეს. „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 38 500 ლარის დამატება მოითხოვა. აქედან 17 500 ლარი შრომის ანაზღაურების შესავსებად, 3000 – ლარი უნიფორმის...
საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხით ქობულეთში სასურსათო კალათებს იყიდიან. საუბარია 30 ათას ლარზე, რომელიც დაიხარჯება პირველადი და გადაუდებელი პროდუქტების შესაძენად. ასევე დაგეგმილია მედიკამენტების დარიგებაც. ქობულეთის მერის ინფორმაციით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ  ფინანსები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებზე დაიხარჯება და 31 დეკემბრამდე დახმარებას ათასობით ოჯახი მიიღებს.  თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, რამდენჯერმე დაკორექტირდა და გამოწვევების შესაბამისად  გადანაწილდა ფინანსური რესურსი. მირიან ქათამაძის თქმით,...
აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებზე ოფიციალური უარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ უთქვამთ, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხვალ უსკოში განცხადების შეტანის ბოლო დღეა და „ერთიან ნაციონალირ მოძრაობას" ჯერ არ მიუმართავს. მისივე თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება" უმრავლესობით არის წარდგენილი და საქმიანობას სამართლებრივად შეუდგება. „ქართული ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და სამართლებრივად...
ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაძაბული ვითარებაა. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ტიკარაძე, მონა! ბიძინა ივანიშვილის მონა“. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია. როგორც ისინი აცხადებენ, თუ მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება, ისინი ადგილზე კარვებს გაშლიან. მათი შეფასებით, საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანა ნაცნობობით ხდება, რადგან...
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილზე ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, და სკვერის კონცეფციის შემქმნელმა არქიტექტორმა, გიორგი არევაძემ, დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. მათ სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცეს კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სკვერის რეაბილიტაციაზე მუშაობენ. "ამ სკვერის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ქალაქს დაუმტკიცდა ჰაერის მართვის გეგმა და ერთ-ერთი კომპონენტია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. პროექტის მიმდინარეობის...
ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, 20 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ თანხით სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს საკვებ პროდუქტებს შეუძენენ. თანხის ნაწილი მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის პროგრამას დაემატება, ნაწილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამას. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მერიაში მსჯელობენ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ, თუ...
თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება. „აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მაია ალავიძე ასრულებს. ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საქმიანობას თბილისში, ერთ-ერთ კერძო საფინანსო კომპანიაში აგრძელებს. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. ხარაგაულის ახალარჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, კანონის თანახმად, თავისი უფლებამოსილების ვადით მოადგილეებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ნიშნავს. მერის პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა. კობა ლურსმანაშვილის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ