აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებზე ოფიციალური უარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ უთქვამთ, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხვალ უსკოში განცხადების შეტანის ბოლო დღეა და „ერთიან ნაციონალირ მოძრაობას” ჯერ არ მიუმართავს.
მისივე თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება” უმრავლესობით არის წარდგენილი და საქმიანობას სამართლებრივად შეუდგება.
„ქართული ოცნება” აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და სამართლებრივად იმუშავებს. ხვალ უსკოს შემაჯამებელი ოქმების ბოლო ვადაა და ენმ-ს არც ერთ წევრს მანდატის დატოვებაზე არ მიუმართავს. არ ვიცი დემოკრატიის განვითარებაში აჭარის „ნაცმოძრაობა“ რა როლს ითამაშებს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ის მანდატები გამოიყენონ რაც ხალხმა მიანიჭა.
პოლიტიკაში, ცხოვრებაში, წაგებასაც და მოგებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე“, – აღნიშნა რიჟვაძემ.