ცესკოსთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია – პერფორმანსს მართავენ

466

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან, ცესკო-ს შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მანეკენი. აქციის მონაწილეებმა ასევე გააბეს ყვითელი ლენტი, რომელზეც ცესკო-ს წევრების ფოტოები ჩამოკიდეს. აქტივისტებმა ტერიტორიაზე კვერცხებიც მიიტანეს, რომელზეც “ქართული ოცნების” წევრების სახელებს აწერენ.

„ჩვენ დღეს მოვედით გაყალბების ბიუროსთან,რომელმაც დღეს უნდა მიიღოს შემაჯამებელი ოქმები,მაგრამ ეს იქნება შემაჯამებელი გაყალბებული ოქმები, 31 ოქტომბერს თამარ ჟვანიამ ქართველ ხალხს წაგვართვა არჩევანის თავისუფლება. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, ახლადარჩეული ხელისუფლება იქნება არალეგიტიმური და ეს მათ არ შერჩებათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტიტე გედენიძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.