გორში საახალწლო სოფელი წელს აღარ მოეწყობა და ღონისძიებებიც გაუქმდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მერია ადასტურებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"საახალწლო სოფელი და საერთოდ საახალწლო ღონისძიებები გავაუქმეთ მთლიანად და აღარ გაიმართება. ნაძვის ხე დაიდგმება სავარაუდოდ 20-25 დეკემბრის შუალედში და მოირთვება მხოლოდ შარშანდელი დეკორატიული განათებებით" , - განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, გორის მერიაში მუშაობენ დახმარების სახით სასურსათო პაკეტების გაცემის თემაზე. უწყების ინფორმაციით, დახმარებების გაცემა...
მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები დაკეტილია და ბავშვები არ დადიან, გასული წლების მსგავსად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აღსაზრდელები ახალი წლისთვის სასაჩუქრე პაკეტს მაინც მიიღებენ.
როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ტენდერი უკვე დასრულებულია.
„ტრადიციულად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება, 37-ვე საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელსთვის საახალწლო ნობათს გაამზადებს. ტენდერი, რომელიც 15 ათას ლარზე გამოცხადდა, დასრულებულია. სასაჩუქრე პაკეტი 2070 აღსაზრდელისთვის...
წინასაახალწლოდ თელავის მერია ბენეფიციარებს 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კალათების დამზადებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და 20 დეკემბერს დასრულდება.
მოქალაქეების დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი დაიხარჯება. სასურსათო კალათების გადაცემა 25 დეკემბრიდან დაიწყება.
თელავში თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკრული პლაკატები დააზიანეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აქცია პერფორმანსი თეატრის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით დავითაშვილის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თეატრის წინ გამოკრულ პლაკატებთან უცხო პირი მივიდა, ჩამოხია ისინი და გაიქცა.
"მანქანაში ვისხედით, როცა დავინახე ჩვენს პლაკატებთან მისული უცხო პირი, რომელმაც ისინი დააზიანა. მივედი წავართვი პლაკატები. დავიწყე...
ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება. ინფორმაციას ქუთაისის მეროა ავრცელებს.
უწყების ცნობით, იოსებ ხახალეიშვილი დღეიდან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს, ქუთაისის მერი ოფიციალურად გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
„იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, ვრჩები სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიას პარტია ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანონ დეტალები და მოლაპარაკებები ჩაშალონ.
"საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრა ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 53 ხიდზე და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 5 გვირაბი უკვე გაჭრილია და წლის ბოლომდე კიდევ...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის.
როგორც ელისაშვილმა Facebook ლაივში თქვა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა. :
"რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი...
წინა სტატია
უფლებები საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას საქმეს ეხმაურება.
EMC მიიჩნევენ, რომ ირაკლი ბებუას მიმართ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 831 ადამიანი დააჯარიმეს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 901 შემთხვევა აღრიცხეს.
"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული...
“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ხაზარაძის თქმით, დღეს არის შანსი, შეიქმნას სხვა სახელმწიფო. მისივე განმარტებით, ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს.
“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის...
4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხებს მანამდე აქვს პერსპექტივა, სანამ დიალოგი გრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ.
„ჩვენ უფრო მნიშვნელოვან...
"დროის წნეხს ვხსნით და ვაძლევთ საშუალებას, როცა გაგიხარდებათ, პარლამენტის კარი ღიაა და შემოდით", - ამის შესახებპირველი არხის ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა თქვა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ "პასუხისმგებლობა ჩვენზე არის, თუმცა, უპასუხისმგებლოები ისინიც არ უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ კრიზისში საკუთარი თავი თვითონ შეიყვანეს".
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, თუმცა, ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ...
რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარდა მოლაპარაკება ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების სისტემას.
„არის ახალი საკითხები რაც დაისვა, კვლავ დგას რიგგარეშე არჩევნების საკითხი, კვლავ დგას პოლიტპატიმრების საკითხი. სიახლეები არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული...
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შევიდეს პარლამენტში, პარლამენტი აამოქმედებს მექანიზმს და მათ გადაწყვეტილების შესაცვლელად მეტ დროს მისცემს:
"მანდატების დათმობა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს...
ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, შედეგი და დაახლოება არ გვაქვს ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან დიალოგის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ მხარეებს შორის რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს.
„ დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































