წინასაახალწლოდ თელავის მერია ბენეფიციარებს 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კალათების დამზადებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და 20 დეკემბერს დასრულდება.
მოქალაქეების დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი დაიხარჯება. სასურსათო კალათების გადაცემა 25 დეკემბრიდან დაიწყება.