გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება პატარებს საახალწლო ნობათებს დაურიგებს

435

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები დაკეტილია და ბავშვები არ დადიან, გასული წლების მსგავსად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აღსაზრდელები ახალი წლისთვის სასაჩუქრე პაკეტს მაინც მიიღებენ.

როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ტენდერი უკვე დასრულებულია.

„ტრადიციულად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება, 37-ვე საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელსთვის საახალწლო ნობათს გაამზადებს. ტენდერი, რომელიც 15 ათას ლარზე გამოცხადდა, დასრულებულია. სასაჩუქრე პაკეტი 2070 აღსაზრდელისთვის მომზადდება, რომლებიც დღეის მდგომარეობით ჩარიცხულები არიან. საახალწლო პაკეტები, სასურსათო კალათებთან ერთად, გადაეცემათ აღსაზრდელების მშობლებს. ყველა ის პრევენციული ღონისძიება იქნება დაცული, რაც რეკომენდირებულია რეგულაციის ფარგლებში“, – ამბობს თევდორაშვილი.

მისივე თქმით, პროდუქტი ამ კვირაში შემოვა, დაფასოვდება და მისი გაცემა დაახლოებით 17-18 დეკემბრისთვის მოხდება.