გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. დავითაშვილმა წალკაში, დაშბაშის კანიონზე მიმდინარე პროექტზეც...
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 16 500 000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის პრიორიტეტებიდან ყველაზე მეტი თანხა - 4 026 500 ლარი განათლების დაფინანსებისათვის არის განსაზღვრული, საიდანაც 3 250 000 ლარი სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 2021 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხა ასე გამოიყურება: · ინფრასტრუქტურული პროექტები - 3 329 000 ლარი, მათ შორის 1 347 400...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ახალციხეში საქართველოს მეფის, გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი უნდა დაიდგას. მერიაში გვითხრეს, რომ  უახლოეს მომავალში ქანდაკების ესკიზის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. კულტურის სამსახურის უფროსის, ზაზა თამარაშვილის განმარტებით, საუკეთესო ესკიზის ავტორის გამოსავლენად მერია კონკურსს სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოაცხადებს. „შეიქმნა კომისია. რომელშიც მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შედიან, შემუშავდება კონკურსის პირობები, თუმცა ვვარაუდობთ...
რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ ახალგორში, საიდანაც სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს თბილისში, სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის არ ატარებენ, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს. "ამ წუთას კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჩაკეტილი გზის გამო , რადგან აქ ვერ მიიღო ის სამედიცინო მომსახურება, რაც მას სჭირდებოდა. ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საკუთარ სახლებს. ერთ-ერთმა მითხრა, ხელმოსაწერად რომ შევედი...
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის 4 მლნ 123 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ბოლო ორ წელში, ეს თანხა 4 მლნ-ზე ნაკლები იყო, 2021 წელს კი ადგილობრივი ბიუჯეტი 700 ათასი ლარით გაიზარდა,თუმცა გორის მერის ინფორმაციით, ხელფასების ცვლილება მომავალი წლისთვის არ იგეგმება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკრებულოსა და მერიაში სულ...
ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გახსოვთ, როგორი თანადგომის, გუნდურობის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა 13 ივნისს, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქალაქს და გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ტრაგედიის დღეებში. მაშინ მგლოვიარე თბილისის ნუგეში ჩვენი ერთობა იყო. სტიქიის და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა,...
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენელმა, ჰე პენმა მოაწერეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში იმაზე მეტი მიწა დარეგისტრირდა, ვიდრე გასული 25 წლის განმავლობაში ჯამში აღებული. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა მიწა მთელ ქვეყანაში რეგისტრირებული იყოს, რისთვისაც საბიუჯეტო თანხები გამოიყოფა. „ძალიან ბევრი მიმართვა იყო 2020 წელს მიწის რეგისტრაციაზე, დაახლოებით, 40 ათასამდე. ბოლო 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა უფრო მეტი მიწა, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს...
გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის  310 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მოხმარდება სოფლების, შინდისის და შერთულის საბავშვო ბაღებს, რომლებსაც მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, როგორც ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, გორის მერია სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის 8 მლნ 600 ათასი ლარის  დახარჯვას აპირებს. სწორედ ამ ოდენობის თანხით იგეგმება 2021 წელს,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გორში, ფერაძის #5-ში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. შიდა და გარე ელექტრო-სისტემების მომსახურება: 1.სადენების შემოწმება გადახურების ან დაწვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით; 1.1 იზოლაციის შემოწმება სპეციალური ხელსაწყო საშუალებით 2 თვეში ერთხელ და საჭიროებისამებრ; 1.გარე და შიდა განათების სისტემის სრულფასოვანი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტით მომსახურებას 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. უწყებამ ხელშეკრულება შპს "ბუქოს" გაუფორმა, რომელსაც ჯამში, 38 580 ლარს უხდის. ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 6 სხვადასხვა მარშრუტი ხორციელდება დილით და საღამოს. ტრანსპორტი გადაადგილდება ერგნეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ატენი-სკრის, დოესი-ხიდისთავის და ბერშუეთის მიმართულებით.
რამდენიმე კვირაა თელავში ახალი ავტობუსები გამოჩნდნენ, თუმცა, მათი ამუშავება ჯერ არ მომხდარა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უწყება საკრებულოსთან ერთად მუშაობს. მისი განმარტებით, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე დაგეგმილია ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას. დავით ქსოვრელიშვილიმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე თელავს კიდევ 5 ახალი ავტობუსი ეყოლება, ახალი წლის დასაწყისში...
ბევრი ქვეყანა საახალწლოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრილების შემდეგ განაცხადა. „ეს ახალი წელი დგება იმ რეალობის პირობებში, როცა COVID19-ით გარდაცვლილია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც. თუმცა ჩვენ შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ....
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი თქვეს. შესაბამისი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მათ უკვე დაწერეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების გაგრძელების სივრცე კვლავაც არსებობს, თუმცა საუბრის მთავარი თემა მათთვის ხელახალი არჩევნებია.
თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა. „სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს“, - წერს კალაძე Facebook-ზე და მამა-შვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, მისი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს. "გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და კიდევ ერთხელ მინდა განმარტებები გავაკეთო: ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ, ვაკეთებთ და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მივყვებით ბოლომდე. ეს არის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ