გორის მერია სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტით მომსახურებას 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს

732

გორის მუნიციპალიტეტის მერია სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტით მომსახურებას 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უწყებამ ხელშეკრულება შპს “ბუქოს” გაუფორმა, რომელსაც ჯამში, 38 580 ლარს უხდის.

ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 6 სხვადასხვა მარშრუტი ხორციელდება დილით და საღამოს.

ტრანსპორტი გადაადგილდება ერგნეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ატენი-სკრისდოესი-ხიდისთავის და ბერშუეთის მიმართულებით.