2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის 4 მლნ 123 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბოლო ორ წელში, ეს თანხა 4 მლნ-ზე ნაკლები იყო, 2021 წელს კი ადგილობრივი ბიუჯეტი 700 ათასი ლარით გაიზარდა,თუმცა გორის მერის ინფორმაციით, ხელფასების ცვლილება მომავალი წლისთვის არ იგეგმება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკრებულოსა და მერიაში სულ 333 ადამიანია დასაქმებული, მათგან 42 საკრებულოში მუშაობს, დანარჩენი მერიას ექვემდებარება.
2021 წლისთვის საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასებისთვის 741 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მერიაში დასაქმებულ პირთათვის კი – 3 მლნ 375 თასი ლარია გაწერილი.