„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი თქვეს.
შესაბამისი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მათ უკვე დაწერეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების გაგრძელების სივრცე კვლავაც არსებობს, თუმცა საუბრის მთავარი თემა მათთვის ხელახალი არჩევნებია.