გორის მერიამ ადმინისტრაციული შენობის ტექნიკურად გამართვისთვის ტენდერი გამოაცხადა

343

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გორში, ფერაძის #5-ში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

შიდა და გარე ელექტრო-სისტემების მომსახურება:

1.სადენების შემოწმება გადახურების ან დაწვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით;

1.1 იზოლაციის შემოწმება სპეციალური ხელსაწყო საშუალებით 2 თვეში ერთხელ და საჭიროებისამებრ;

1.გარე და შიდა განათების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

3. ელფარების ყოველკვირეული მონიტორინგი;

4. ამომრთველების შეცვლა;

5. ნათურების დროული შეცვლა;

6. დაზიანებული სანათების რემონტი/შეცვლა;

7. პერიოდულად და საჭიროებისამებრ დენის ძალის (ამპერაჟის) კონტროლი.

სამუშაოებისთვის მერიას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად გათვალისწინებული აქვს 59 397 ლარი, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებად კი – 50 000 ლარი.