გორის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს, 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

314

გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის  310 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მოხმარდება სოფლების, შინდისის და შერთულის საბავშვო ბაღებს, რომლებსაც მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გარდა ამისა, როგორც ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, გორის მერია სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის 8 მლნ 600 ათასი ლარის  დახარჯვას აპირებს. სწორედ ამ ოდენობის თანხით იგეგმება 2021 წელს, გორის სკოლამდელი აღზდრის სააგენტოს დაფინანსება.