თურნავა: იმედი მაქვს, წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

305

ბევრი ქვეყანა საახალწლოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრილების შემდეგ განაცხადა.

„ეს ახალი წელი დგება იმ რეალობის პირობებში, როცა COVID19-ით გარდაცვლილია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც. თუმცა ჩვენ შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე. ჩვენ კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები. „თუკი მოხდა 24 დეკემბერს გახსნა და როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი, თვითონ ამ სავაჭრო წერტილების და სავაჭრო მოლების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ“, – აღნიშნა თურნავამ.