წინა სტატია უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად - სამწუხარო, სამართლებრივად -ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად- დამარცხებული ძალის ხმა, - ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები. მისი თქმით, თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს არჩევნებში...
„სტარტეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის მორიგი შანტაჟი და მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის. „ვხედავთ, რომ ხელისუფლება პროცესების რადიკალიზაციისკენ მიდის. ოპოზიციური მხარისგან განსხვავებით, ის მოწადინებული არ არის, რომ მოლაპარაკებამ დადებითი შედეგი გამოიღოს. ეს...
წინა სტატია "არანაირ ფულზე ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება",- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს. მისი თქმით, ერთადერთი მეთოდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად დარჩა, შანტაჟი და მუქარაა. უდუმაშვილის აზრით, ასეთი მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილს მალე მწარედ შეუბრუნდება. "ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობა. ასე შეგვიძლია შევაფასოთ ის განცხადება, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ერთადერთი მეთოდი, რომელიც ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად...
ბათუმის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მერიის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქმედითუნარიანი უნდა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ჩიქოვანის თქმით, თვითმმართველობა საბჭოსთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად იქნება და მზადაა მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. „მნიშვნელოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ბათუმის მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით. მოსახლეობასა და მერს...
2-წლიანი ლოდინის შემდეგ რუსთავში ახალი ავტობუსები შემოვიდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. "ოტოკარის" მწვანე ფერის 10 მეტრიანი 16 ახალი ავტობუსი გაგარინის ქუჩაზე, ავტობუსების ახლადრეაბილიტირებულ სადგომზე დგას. საერთო ჯამში 2021 წლის იანვრის ბოლომდე რუსთავში 40 ახალი ავტობუსი შემოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით რუსთავისთვის, გორისთვის, ზუგდიდისთვის, ქუთაისისთვის, თელავისა და ფოთისთვის...
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის იოსებ მაკრახიძის კომპანიებმა გორის მერიას 2020 წლის განმავლობაში 19 438 ლარი გადაურიცხეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული თანხა კომპანიებმა "იბოლია" და "შარა" ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადაიხადეს. "სხვა არაკლასიფიცირებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი", - ვკითხულობთ გადახდის დანიშნულებაში. ჯამში, მერიის ბიუჯეტში სხვადასხვა კომპანიებისგან აღნიშნული მოსაკრებლის გადახდით, 40 890 ლარი შევიდა.
თელავში მცხოვრები მარტოხელა მამა, რომელიც ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის, კახეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვებს, ფულს, ტანსაცმელს და ავეჯს აგროვებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. დავით მოსიაშვილის განცხადებით, საზოგადოების დახმარებით ამ დროისთვის 15–მდე ოჯახს დაეხმარა საცხოვრებელი და საარსებო პირობების გაუმჯობესებაში. იგი იხსენებს, რომ ქველმოქმედების და კეთილი საქმის კეთების სურვილი სულ ჰქონდა, თუმცა მისთვის სტიმულის მომცემი უცხოეთში ყოფნისას, სრულიად უცხო ადამიანისთვის დახმარების გაწევის...
გორში, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც იუსტიციის სახლის მიმდებარედ დგანან, მერიამ საშეღავათო პერიოდი მისცა. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს.  "მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მათ მიეცათ საშეღავათო პერიოდი ახალ წლამდე, რომ იუსტიციის სახლთან შეუფერხებლად განახორციელონ საქმიანობა. ახალი წლის შემდეგ კი ისინი გადავლენ წმინდაწყალზე, ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე",- განმარტეს მერიაში. ინფორმაციისთვის, გორის მერიის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის მიმდინარე ტეროტორიაზე განთავსდა საგზაო ნიშნები "გაჩერება...
video
თელავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადების რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ქეთევან წამებულის ქუჩაზე განთავსებულ 2 კორპუსში ასრულებს. 2020 წელს ქალაქ თელავში ოთხი შენობის ფასადი შეკეთდა. სამუშაოებზე მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანია, რომელიც რეაბილიტაციას ახორციელებს, ვალდებულია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, დაზიანების შემთხვევაში, ფასადები ხელახლა გაარემონტის. ცნობისათვის, თელავის მაღალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია წლის დასაწყისში არცერთ სამშენებლო კომპანიას არ სურდა,...
video
გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მალე დასრულდება განათებების მონტაჟიც. წელს ნაძვის ხე თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურის ცენტრის შენობის წინ დადგეს. იგი 25 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე განათდება. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე კონცერტი არ გაიმართება. ასევე არ იგეგმება სხვა საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაც.
გურჯაანში მოვაჭრეები წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმციით, ორი დღეა რაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპიროს ქუჩაზე პროდუქციის რეალიზაცია დაიწყეს, თუმცა, დღეს მათ მერიის წარმომადგენლებმა გაფრთხილება მისცეს და ვაჭრობა აუკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობა სადღესასწაულო დღეებში ყველა მუნიციაპლიეტეტშია ნებადართული და მხოლოდ მათ უკრძალავენ. ისინი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ და მერიას ორი კვირით ნებართვას სთხოვენ. ზედამხედველობის სამსახურში კი...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონპროექტით საქმე ეხება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას. მისივე ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამოქმედდება. „აქ საუბარი ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან ანუ პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებს. უფრო მეტად რომ დავაკონკრეტოთ რაშია საქმე, კონსტიტუციით არის დაწესებული 4 საარჩევნო ცენზი - ერთი...
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის შეჩერებული ზრდა მთავრობას მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ. „ინფექციის შეჩერებული ზრდა მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და სხვას არაფერს. ეს არ არის არანაირი შედეგი. ამით ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უკვე ცალსახად...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. მისი თქმით, აღნიშნულს ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა. „აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა...
პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული, რომლის შესახებაც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. „გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც...
„თბილისი ენერჯი“ კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდის - ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა. თურნავას თქმით, "თბილისი ენერჯისთან" არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და რამდენადაც იცის, ამ ეტაპზე ტარიფი არ შეიცვლება. bm.ge-ის კითხვაზე - რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის შემდეგ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით არ გაზრდის და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ