გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მალე დასრულდება განათებების მონტაჟიც. წელს ნაძვის ხე თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურის ცენტრის შენობის წინ დადგეს. იგი 25 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე განათდება. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე კონცერტი არ გაიმართება. ასევე არ იგეგმება სხვა საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაც.