კობახიძე: პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონპროექტით საქმე ეხება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას

352

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონპროექტით საქმე ეხება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას.

მისივე ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამოქმედდება.

„აქ საუბარი ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან ანუ პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებს. უფრო მეტად რომ დავაკონკრეტოთ რაშია საქმე, კონსტიტუციით არის დაწესებული 4 საარჩევნო ცენზი – ერთი ეს არის მოქალაქეობის ცენზი, მეორე არის ნასამართლობის ცენზი ანუ პირი, რომელიც არის ბრალდებული და სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, არ არის უფლებამოსული იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, ის არ ფლობს აქტიურ საარჩევნო უფლებას. არის დამატებით დაწესებული ასევე ასაკობრივი ცენზი და დაწესებულია, როგორც ამას ადრე ეწოდებოდა, ქმედუნარიანობის ცენზი და ახლა აქვს განსხვავებული დასახელება. თუ საარჩევნო აგიტაციის 2 თვის განმავლობაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი, არის ჩართული საარჩევნო კაპმანიაში, ამ შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, არ არის საუბარი პარტიის აკრძალვაზე, ანუ არჩევნებში სუბიექტი ვერ მიიღებს მონაწილეობას. წარმოიდგინეთ რომ პირი არის ტერორიზმში მხილებული და ის იძებნება ქართული კანონმდებობის საფუძველზე საზღვარგარეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტერორისტი გამოდის არჩევნებში, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და 2 თვის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას მის სასარგებლოდ, 2000 ლარიანი ჯარიმა არის დღეს ამისთვის დაწესებული, რაც არის არაეფექტური მექანიზმი. ბუნებრივია, საჭიროა ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ასეთ მოვლენას დავუპირისპირდეთ, შესაბამისად, ამას ისახავს მიზნად,“- განაცხადა კობახიძემ.