საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის იოსებ მაკრახიძის კომპანიებმა გორის მერიას 2020 წლის განმავლობაში 19 438 ლარი გადაურიცხეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული თანხა კომპანიებმა “იბოლია” და “შარა” ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადაიხადეს.
“სხვა არაკლასიფიცირებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი”, – ვკითხულობთ გადახდის დანიშნულებაში.
ჯამში, მერიის ბიუჯეტში სხვადასხვა კომპანიებისგან აღნიშნული მოსაკრებლის გადახდით, 40 890 ლარი შევიდა.