თელავში საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადების რეაბილიტაცია სრულდება

594

თელავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადების რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ქეთევან წამებულის ქუჩაზე განთავსებულ 2 კორპუსში ასრულებს. 2020 წელს ქალაქ თელავში ოთხი შენობის ფასადი შეკეთდა. სამუშაოებზე მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომპანია, რომელიც რეაბილიტაციას ახორციელებს, ვალდებულია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, დაზიანების შემთხვევაში, ფასადები ხელახლა გაარემონტის.

ცნობისათვის, თელავის მაღალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია წლის დასაწყისში არცერთ სამშენებლო კომპანიას არ სურდა, რის გამოც გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.